ანონიმური შეტყობინების გამო, „ტრამპ თაუერ​ი“ პოლიციამ შეამოწმა
ანონიმური შეტყობინების გამო, „ტრამპ თაუერ​ი“ პოლიციამ შეამოწმა

ნიუ იორკის პოლიციამ ტერაქტის საშიშროების შესახებ ანონიმური შეტყობინების შემდეგ, ცათამბჯენი „ტრამპ თაუერ​ი“ შეამოწმა. ამის შესახებ New York Daily News წერს.

შეტყობინების თანახმად, შენობასთან თვითმკვლელი ტერორისტები შენიშნეს. მედიის ცნობით, სამართალდამცველებს ადგილზე საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ.

New York Daily News-ის ინფორმაციით, ანონიმური ზარი ბრუკლინიდან, იმ სატელეფონო ნომრის მეშვეობით განხორციელდა, საიდანაც ცრუ შეტყობინებები ადრეც დაფიქსირებულა.

პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს.