ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ კაზინოში შესული ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ კაზინოში შესული ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცრუ შეტყობინების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ს. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს „112“-ში დარეკა, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ კაზინოში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგინდა, რომ ზარის განხორციელების დროს ბრალდებული თავადაც აღნიშნულ კაზინოში იმყოფებოდა.

ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და გამნაღმველები. დაუყოვნებლივ მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია და ჩატარდა ყველა შესაბამისი სამუშაო. ასაფეთქებელი მოწყობილობა კაზინოში არ აღმოჩნდა.

გამოძიება ცრუ შეტყობინების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.