ანჯეი დუდა - უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გადაუდებლად დაიწყოს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების ინიციატივით გამოდის. განცხადება ანჯეი დუდამ მიკრობლოგ „ტვიტერზე გააკეთა.
„უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გადაუდებლად უნდა დაიწყოს. უკრაინას ასევე უნდა ჰქონდეს წვდომა ევროკავშირისთვის ფონდებზე რეკონსტრუქციისთვის. უკრაინას ეს ეკუთვნის“, – წერს ანჯეი დუდა.