ანჯეი დუდა – უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გადაუდებლად დაიწყოს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების ინიციატივით გამოდის. განცხადება ანჯეი დუდამ მიკრობლოგ „ტვიტერზე გააკეთა.
„უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გადაუდებლად უნდა დაიწყოს. უკრაინას ასევე უნდა ჰქონდეს წვდომა ევროკავშირისთვის ფონდებზე რეკონსტრუქციისთვის. უკრაინას ეს ეკუთვნის“, – წერს ანჯეი დუდა.
Polska opowiada się za ekspresową ścieżką członkostwa Ukrainy w Unii Europejskiej. Status kandydata powinien być udzielony natychmiast, a rozmowy o członkowstwie rozpoczęte niezwłocznie po tym. Ukraina ma mieć też dostęp do środków z UE na odbudowę. To się Ukrainie należy.
🇵🇱🇺🇦🇪🇺— Andrzej Duda (@AndrzejDuda) February 26, 2022