ანგელა მერკელის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სპეკულაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს
ანგელა მერკელის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სპეკულაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინში, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სპეკულაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

გერმანიაში, ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ საჭიროა მოცდა, თუ რა შედეგებს დადებს ქვეყნის მთავარი პროკურატურა.

„ჩვენ მოვისმინეთ, რომ გენპროკურატურას აქვს საწყისი ეჭვები. მე არ ვფიქრობ, რომ სპეკულაციურ შეკითხვებზე პასუხს აზრი არ აქვს, თუმცა საჭიროა დაველოდოთ გენპროკურატურის მუშაობის შედეგებს“, – აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან 4 დეკემბერს გააძევა. მიზეზად საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის მიერ თანამშრომლობაზე უარის თქმა დაასახელა. ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანიაში ეჭვობენ, რომ მკვლელობის უკან რუსეთი დგას.