გერმანული მედია წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ ვადიმ კრასიკოვს შესაძლოა, გაცვლისთვის ამზადებდნენ
გერმანული მედია წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ ვადიმ კრასიკოვს შესაძლოა, გაცვლისთვის ამზადებდნენ

ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ, რუსეთის მოქალაქე, ვადიმ კრასიკოვს შესაძლოა, გაცვლისთვის ამზადებდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

თაგესშპიგელისცნობით, ოქტომბრის ბოლოს, ფარული მუქარის მიზეზით, ვადიმ კრასიკოვი ბერლინის ტეგელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან ბავარიაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ვერსიით, გერმანიის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კრასიკოვს საფრთხე ემუქრებოდა და შურისძიების ეშინოდა, რადგან ბერლინში ჩეჩნური წარმოშობის ბევრი ადამიანია დაპატიმრებული. მეორე ვერსიით, კრასიკოვი ეიზენჰუტენშტადტში „დეპორტირებულთა სპეციალური დაკავების ცენტრში“ გადაიყვანეს.

თაგესშპიგელის“ ცნობით, ტეგელში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ კრასიკოვი რუსეთში უნდა გაეგზავნათ, ის პატიმრების გაცვლის ნაწილი იყო. ზაფხულში რუსეთმა წამოაყენა კრასიკოვის ექსტრადირების საკითხი აშშ-ის ორი მოქალაქის, ბრიტნი გრინერისა და პოლ უილანის სანაცვლოდ. მაშინ ბერლინის სასამართლომ ეს შუამდგომლობა განიხილა და უარყო.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილი რუსეთს ტერორიზმის ბრალდებით ძებნილთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში საქართველოდან 2015 წელს გაემგზავრა. ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი იმავე დღეს ბერლინში დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო რუსული პასპორტის მქონე მამაკაცი, ვადიმ სოკოლოვის სახელით. ჟურნალისტურმა გამოძიებებმა დაადგინეს, რომ ეს იყო ფარული სახელი და სინამდვილეში „სოკოლოვი“ იყო 56 წლის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სტრუქტურებთან.