ანგელა მერკელი - 2021 წლის არჩევნებში პოლიტიკური თანამდებობისთვის არ ვიბრძოლებ
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2021 წელს დაგეგმილ არჩევნებში კანცლერის პოსტისთვის აღარ იბრძოლებს.
„2021 წლის არჩევნებში არც კანცლერობისთვის და არცერთი სხვა პოლიტიკური თანამდებობისთვის არ ვიბრძოლებ“,- განაცხადა კანცლერმა პრესკონფერენციაზე .
მერკელი არც პარტიის თავმჯდომარეობისთვის აპირებს ბრძოლას.
ანგელა მერკელი ქრისტიანულ დემოკრატიულ კავშირს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს, 2005 წლიდან კი, გერმანიის კანცლერია.