ანგელა მერკელი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს აღარ იყრის

14:10, 29.10.2018

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს აღარ იყრის. ეს განცხადება კანცლერმა პარტიის შეხვედრაზე გააკეთა. ინფორმაციას Spiegel Online – ი ავრცელებს.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დეკემბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს. ამასთან, სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, ანგელა მერკელს სურს, შეინარჩუნოს კანცლერის პოსტი.

მერკელი ქრისტიანულ დემოკრატიულ კავშირს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს, 2005 წლიდან კი, გერმანიის კანლცერია.

მსგავსი