ანგელა მერკელი – 2021 წლის არჩევნებში პოლიტიკური თანამდებობისთვის არ ვიბრძოლებ

17:39, 29.10.2018

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2021 წელს დაგეგმილ არჩევნებში კანცლერის პოსტისთვის აღარ იბრძოლებს.

„2021 წლის არჩევნებში არც კანცლერობისთვის და არცერთი სხვა პოლიტიკური თანამდებობისთვის არ ვიბრძოლებ“,- განაცხადა კანცლერმა პრესკონფერენციაზე .

მერკელი არც პარტიის თავმჯდომარეობისთვის აპირებს ბრძოლას.

ანგელა მერკელი ქრისტიანულ დემოკრატიულ კავშირს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს, 2005 წლიდან კი, გერმანიის კანცლერია.

მსგავსი