ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, აღდგომის დღესასწაული მოკრძალებულად აღნიშნონ
ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, აღდგომის დღესასწაული მოკრძალებულად აღნიშნონ

გერმანიის კანცლერი მოსახლეობას მოუწოდებს, აღდგომის დღესასწაულს მოკრძალებულად შეხვდნენ.

კერძოდ, ანგელა მერკელი გერმანელებს მიმართავს, სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად შეზღუდონ კონტაქტები და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. მერკელის თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რათა გერმანიამ ვირუსის მესამე ტალღა თავიდან აიცილოს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 77 039 ადამიანი.