ანგელა მერკელი - აშშ-სთან სავაჭრო ომის შემთხვევაში, ვერც ერთი მხარე ვერ მოიგებს
აშშ-სთან სავაჭრო ომის შემთხვევაში, ვერც ერთი მხარე ვერ მოიგებს – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
ანგელა მერკელის თქმით, წარსულის მსგავსად, ევროკავშირი დიალოგის გზებს ეძებს, თუმცა ბრიუსელმა შესაძლოა, საპასუხო ზომები მიიღოს და ევროკომისიამ ეს უკვე განაცხადა.
მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა აშშ-ისა და ჩრდილო კორეის ლიდერების შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა და შესაძლებლობას „იმედის ნაპერწკალი“ უწოდა.
ანგელა მერკელმა ყურადღება გაამახვილა ახალი მთავრობის ფორმირებაზე და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება უფლებამოსილების შესრულებას მომდევნო კვირიდან შეძლებს.