ანდრიუს კუბილიუსი - შეგვიძლია, რუს ხალხს შევთავაზოთ მისაბაძი მაგალითი, რაც ნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის, განსაკუთრებით საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის უფრო ამბიციურ მხარდაჭერას
შეგვიძლია, რუს ხალხს შევთავაზოთ მაგალითი, რომლის მიბაძვაც შეუძლიათ, ეს ნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის უფრო ამბიციურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით ასოცირებული ტრიოს წვერი ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა დებატების დროს ევროპარლამენტში, რა დროსაც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების სტრატეგია განიხილებოდა.
კუბილიუსი ამ საკითხზე ანგარიშის ავტორი და მომხსენებელი იყო.
„ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგია ეფუძნება სამ ძირითად ელემენტს: უკუგდება, შეკავება და თანამშრომლობა. პირველი – უკუგდება ნიშნავს წინააღმდეგობის გაწევას კრემლში დღევანდელი აგრესიული პოლიტიკისადმი როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკისადმი. მკაფიო არაღიარების პოლიტიკა ანექსირებული ყირიმის, სამხრეთ ოსეთის და დონბასის. ასევე სანქციები, რომლებიც უნდა იყოს უფრო ეფექტური, რომელთა კოორდინაცია უკეთ არის საჭირო ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან, მათ შორის სანქციები ოლიგარქების წინააღმდეგ. ასევე არჩევნების აღიარებაზე უარის თქმის შესაძლებლობა, თუ ეს არჩევნები მოიპარეს. ე.წ. მწვანე შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია, როგორც ინსტრუმენტისა, რომელიც რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულებას შეამცირებს.
მეორე ელემენტი არის შეკავება და ის გულისხმობს კრემლის ჰიბრიდული ზეგავლენის შესაკავებლად გადასადგმელ ნაბიჯებს, რათა ევროკავშირი იყოს თავისუფალი რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეებისა და კორუფციული პრაქტიკისგან. თუ ჩვენ გვსურს დემოკრატების დახმარება რუსეთში, რათა მათ გარდაქმნან მათი ქვეყანა და თავიდან მოიშორონ კრემლის ავტოკრატიისგან, მაშინ ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ კრემლის გავლენისგან.
მესამე – თანამშრომლობა. თანამშრომლობა არა მხოლოდ კრემლთან, არამედ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებასთან. მოდი, შევთავაზოთ რუს ხალხს მკაფიო ხედვა, თუ როგორი ურთიერთბა გვსურს ევროკავშირსა და დემოკრატიულ რუსეთს შორის. მათ შორის უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირის და რუსეთის მოდერნიზებული პარტნიორობა და ა.შ. კიდევ შეგვიძლია, რუს ხალხს შევთავაზოთ შთაგონება და მაგალითი, რომლის მიბაძვაც შეუძლიათ. ეს ნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის უფრო ამბიციურ მხარდაჭერას, რათა ეს რეგიონი წარმატებული იყოს. განსაკუთრებით ასოცირებული ტრიოს წვერი ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის. მათი წარმატება, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის ინტეგრაციის უფრო ამბიციურ პოლიტიკაზე. ამას შეუძლია რეალური შთაგონება მისცეს რუს ხალხს, რათა მსგავსი დემოკრატიული განვითარების მაგალითს მიყვნენ“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.