ანდრიუს კუბილიუსი - ამ დროისათვის ევროკავშირის წევრობა ასოცირებული ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ვიმედოვნებ, დრო სწრაფად გავა
ანდრიუს კუბილიუსი - ამ დროისათვის ევროკავშირის წევრობა ასოცირებული ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ვიმედოვნებ, დრო სწრაფად გავა

ამ დროისათვის ევროკავშირის წევრობა ასოცირებული ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ვიმედოვნებ, დრო ძალიან სწრაფად გავა,- ამის შესახებ ​„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ​ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ მოდელი ”აღმოსავლეთ პარტნიორობა +” ძალიან მნიშვნელოვანია. ლიტვა მხარს უჭერს ახალ მიდგომებსა და ინიციატივებს, რაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ასოცირებულ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. ეს ჩვენი აზრით, რეფორმების გასატარებლად პარტნიორების მოტივაციასაც გაზრდის. მაქვს ძალიან დიდი იმედი იმის, რომ ლიდერები ამ ინიციატივას გაიზიარებენ.

რაც შეეხება ევროპულ მისწრაფებას, ამ დროისათვის ევროკავშირის წევრობა ასოცირებული ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დრო ძალიან სწრაფად გავა, ქვეყნები რეფორმებს გააგრძელებენ და ევროკავშირის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

მაქვს იმედი იმის, რომ ევროკავშირშიც იქნება პოლიტიკური ნება და ორგანიზაციაში არსებული პრობლემებიც გადაწყდება. მხედველობაში მაქვს ბრექსიტი და სხვა გამოწვევები. ამის შემდეგ ევროკავშირის დღის წესრიგში გაფართოების თემაც დადგება“,- განაცხადა ​ანდრიუს კუბილიუსმა.