ანდრია ჯაღმაიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა
ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს, მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, – ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანდრი ჯაღმაიძე აღნიშნა, კორონავირუსი აღმოჩნდა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა.
„ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია. დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი. დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა“, – წერს ჯაღმაიძე.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც დაცვის სამსახურში მუშაობს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.