ანდრია ჯაღმაიძე - აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები შესაძლოა, შედიან რისკჯგუფში, ასეთ მრევლს გთხოვთ, დარჩით სახლში
ჩაიცვით შესაბამისად, რადგან ჩვენს ტაძარში სააღდგომო მსახურება შესრულდება ღია ცის ქვეშ და საკარანტინო წესების მიხედვით, გარეთ დგომა მოგიწევთ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, – მიმართავს მრევლს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
როგორც დეკანოზი „ფეისბუქზე“ წერს, ლიტანიობაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ სამღვდელოება, მლოცველი მრევლი კი ტაძრის ეზოში მონიშნულ ადგილებს არ დატოვებენ.
„მრევლს ვთხოვ გაითვალისწინოს: ჩაიცვით შესაბამისად, რადგან ჩვენს ტაძარში სააღდგომო მსახურება შესრულდება ღია ცის ქვეშ და საკარანტინო წესების მიხედვით, გარეთ დგომა მოგიწევთ 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.
ლიტანიობაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ სამღვდელოება, მლოცველი მრევლი კი არ დატოვებს ტაძრის ეზოში დაკავებულ მონიშნულ ადგილებს.
ამჯერად მოუხერხებელი იქნება ბავშვების წამოყვანაც. გთხოვთ, ასაკისა ან ჯანმრთელობის კუთხით, სარისკო ჯგუფში შემავალმა ჩვენმა მრევლმა თავი შეიკავონ ღამისთევის მსახურებაზე დასწრებისგან.
ყურადღება გამოიჩინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან გაკეთებული მითითებების მიმართ, აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები შესაძლოა, შედიან რისკჯგუფში, ასეთ მრევლს გთხოვთ, დარჩით სახლში“,- წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.