ანდრეი რუდენკო - თბილისში ახალი კულტურის ცენტრი არ გაიხსნება, აჟიოტაჟი ამ თემაზე უნდა შეწყდეს
თბილისში რაიმე ახალი კულტურის ცენტრი არ გაიხსნება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც რუდენკომ აღნიშნა, ასეთი ცენტრი თბილისში დიდი ხნის წინ მუშაობდა.
„რაიმე ახალი არ გაიხსნება. ასეთი ცენტრები თბილისში დიდი ხნის წინ ამოქმედდა და მუშაობდა მშვიდად ამ ხნის განმავლობაში. ახალი არაფერი გაიხსნება, ამიტომ ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს“, – განაცხადა რუდენკომ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.