გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება
გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებით, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ „რია ნოვოსტისთან“ საუბრის დროს გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება და ის რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„უდავოა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დეკემბრის შუა პერიოდში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველოში დაგეგმილი კულტურული ხასიათის ღონისძიება, რომელში მონაწილეობას რუსები იღებენ, ინციდენტების გარეშე ჩაივლის“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა ინტერვიუს დროს.