ანდრეი რუდენკო - საქართველოსთან ფრენების აღდგენა მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა თბილისის რუსოფობიური კამპანია შეწყდება
საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თბილისის რუსოფობიური კამპანია შეწყდება და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების ნებისმიერი საშიშროება გაქრება, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, შეზღუდვის მოხსნაზე საუბრის დაწყება მას შემდეგ არის შესაძლებელი, როცა შესაბამისი პირობები შეიქმნება.
„შეზღუდვის მოხსნაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ამისთვის შეიქმნება აუცილებელი პირობები. უპირველეს ყოვლისა, საუბარია საქართველოში სიტუაციის სტაბილიზებაზე, რუსოფობიის კამპანიის შეწყვეტაზე და ასევე, უნდა გაქრეს ნებისმიერი საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა რუდენკომ.
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ოფიციალურად რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამომოსვლა გასული წლის 8 ივლისს შეწყდა.