ანდრეი პარუბი - უცხო ქვეყნების ელჩები უკრაინის ხელისუფლებას სთხოვდნენ, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ძალა არ გამოეყენებინათ
2014 წელს, უცხო ქვეყნების ელჩები უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ძალის გამოყენებაზე უარის თქმას სთხოვდნენ, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პარლამენტის სპიკერმა ანდრეი პარუბიმ გააკეთა.
პარუბი დღეს სასამართლოს წინაშე მოწმის სტატუსით წარდგა. მან ჩვენება მისცა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის საქმეზე. იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. ანდრეი პარუბი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა.
როგორც რადას სპიკერმა განაცხადა, იანუკოვიჩის წერილში უკრაინის ყოფილი ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სთხოვს, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი შეიყვანოს. ყირიმის ანექსიას მეტი „ლეგიტიმაცია“ შესძინა. მისივე თქმით, 2014 წელს, იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ, უკრაინა რუსეთის თავდასხმას ყველა მხრიდან ელოდებოდა.
ანდრეი პარუბის თქმით, მოსკოვში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის მზადება 2012 წელს დაიწყო და ამ მიზნით რუსეთის სპეცსამსახურებმა დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვში, ნიკოლაევის, ოდესისა და ხერსონის რაიონში ჩამოაყალიბა დაქვემდებარებული ორგანიზაციები ქსელი.
არსებობდა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის სცენარიც, რა დროსაც რუსეთი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლს დაამყარებდა გადაწყვეტილებებს კრემლში ოპერატიულად და სიტუაციიდან გამომდინარე“, – განაცხადა დაკითხვის დროს რადას სპიკერმა.
იანუკოვიჩის სახელმწიფო ღალატის საქმეზე მოწმის სტატუსი აქვს ასევე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივან ალექსანდრ ტურჩინოვსა და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიების მთავარი მტკიცებულება არის იანუკოვიჩის მიერ პუტინისთვის გაგზავნილი წერილის ფოტოასლი. 2014 წლის 4 მარტს ეს წერილი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაერო-ში რუსეთის ყოფილმა ელჩმა ვიტალი ჩურკინმა წაიკითხა. იანუკოვიჩის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ყოფილ ლიდერს ამ წერილისთვის ხელი არ მოუწერია.
ბრალდების მხარე იანუკოვიჩისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.