ანდრეი კასიანოვი - გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა
ანდრეი კასიანოვი - გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა

გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ სამედიცინო აფთიაქები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები. იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? რა თქმა უნდა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, შეიარაღების გარდა, კიდევ რას ითხოვდა უკრაინა და რა პასუხი მიიღო.

ანდრეი კასიანოვის თქმით, გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი, რომ საქართველომ უკრაინას ისეთი პრაქტიკული საგნები გადასცეს, რომლებიც ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში შედის.

„მივმართეთ თხოვნით და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი, უკრაინას გადასცეთ სამედიცინო აფთიაქები, გადასცეთ ასევე თავის დამცავი საშუალებები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, ასევე საველე ჰოსპიტლები, რომელიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არის ისეთი პრაქტიკული საგნები, რომლებიც შედის ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში.

მე მეკითხებოდნენ ქართველი კორესპონდენტები: ბატონო ანდრეი, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნით რომ გამოიყენებოდეს ჩვენი დაჭრილების გადასარჩენად, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.