ანდრე აგასისა და შტეფი გრაფის ვაჟი ბეისბოლისტობას აპირებს
ანდრე აგასისა და შტეფი გრაფის ვაჟი ბეისბოლისტობას აპირებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ანდრე აგასიმ განაცხადა, რომ მისი ვაჟი, 17 წლის ჯეიდენ გილი, ვერ ხედავს საკუთარ თავს საჩოგბურთო კორტზე, რადგან ბეისბოლს ანიჭებს უპირატესობას. ამის შესახებ ლეგენდარულმა ამერიკელმა ტენის ვორლდ იუ-ეს-ეის (Tennis World USA) განუცხადა.

„ის კოლეჯში სწავლას გეგმავს და ამავდროულად, თამაშის გაგრძელება სურს. ჯეიდენმა გადაწყვიტა, ეს დამოუკიდებლად გააკეთოს და ის არნახულად მოტივირებულია. მას წინსვლა სურს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თან სკოლაში სავსებით ნორმალურად სწავლობს. ვეთამაშები თუ არა ბეისბოლს? ეს შეუძლებელია. ის ბურთს საათში 145 კილომეტრი სიჩქარით ურტყამს, მისი სიმაღლეა 190 სანტიმეტრი, წონა – 93 კილოგრამი.
ჩემი დამოკიდებულება მისი მისწრაფებისადმი? ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს კარგი ცხოვრებით იცხოვრონ. სხვა მხრივ კი არსებობს ბევრი ისეთი რამ, რაც ფულზე არ არის დამოკიდებული“.

ანდრე აგასი ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელის, შტეფი გრაფის ქმარია. ჯეიდენი მათი პირველი შვილია.