ანდრე აგასიმ ფედერერს ისტორიაში საუკეთესო უწოდა და აღიარა, რომ ცოლთან ჩოგბურთს აგებს
ანდრე აგასიმ ფედერერს ისტორიაში საუკეთესო უწოდა და აღიარა, რომ ცოლთან ჩოგბურთს აგებს

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანდრე აგასიმ „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელა.

„ეჭვგარეშეა, საუკეთესო ფედერერია. სხვების ფონზე კორტზე არავინ ისე არ გამოირჩეოდა, როგორც ის. არ მგონია, რომ ჩემს საუკეთესო წლებშიც კი მის წინააღმდეგ შანსი მქონოდა. როცა მას ბოლოჯერ შევხვდი 2005 წელს, აშშ-ის ღიას ფინალში, ერთი სეტი ავიღე და ამით ყველაფერი მორჩა.

დღეს ცოლთანაც კი ვაგებ, მას ერთი პარტიაც ვერ მოვუგე. როგორც ჩანს, შტეფი ამ მხრივ უფრო მეტად ამბიციურია, ვიდრე მე. ამასთან, მას უფრო უადვილდება ფორმაში ყოფნა. უფრო იოლად დგება ყოველ დილით და სპორტს მისდევს. ძალიან იოლად გამოსდის ეს“, – თქვა აგასიმ თავის ცოლზე, ლეგენდარულ გერმანელ ჩოგბურთელზე შტეფი გრაფზე.

სინტერესოა, რომ ექვსი წლის წინ, ანდრე საუკეთესოდ რაფაელ ნადალს ასახელებდა. ფედერერი და აგასი 11-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში. პირველი სამი მატჩის წაგების შემდეგ, შვეიცარიელმა ზედიზედ რვა მოიგო და ურთიერთშეხვედრებში 8:3 გაიმარჯვა.