როჯერ ფედერერი მე-1000 კვირაა რეიტინგის TOP20-ში იმყოფება
როჯერ ფედერერი მე-1000 კვირაა რეიტინგის TOP20-ში იმყოფება

მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სარეკორდო მე-1000 კვირას ატარებს ATP-ის კლასიფიკაციის ტოპ-ოცეულში.

პირველად ლეგენდარული ჩოგბურთელი 20 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის 2001 წლის 2 აპრილს შევიდა. რეიტინგის განახლებულ ვერსიაში, 39 წლის შვეიცარიელს მეოთხე ადგილი უკავია.

TOP20-ში ყოფნის ხანგრძლივობით მეორე ადგილი უკავია ამერიკელ ჯიმი კონოროსს (917 კვირა), მესამე – ასევე ამერიკელ ანდრე აგასის (868).

შეგახსენებთ, რომ ფედერერი რეკორდსმენია პირველი ჩოგანის რანგში გატარებული დროის მიხედვითაც – როჯერმა მსოფლიო რეიტინგის სათავეში 310 კვირა გაატარა.