ჩოგბურთის ლეგენდა შტეფი გრაფი 51 წლის გახდა

11:58, 15.06.2020
WIMBLEDON, UNITED KINGDOM:  Wimbledon women's champion Steffi Graf shows her fifth Wimbledon trophy 03 July 1993. Graf succesfully defended her ladies' singles title at the Wimbledon Tennis Championships beating her opponent Jana Novotna of the Czech Republic in three sets 7-6 (8-6), 1-6 and 6-4. (Photo credit should read JEAN-LOUP GAUTREAU/AFP/Getty Images) (Via MerlinFTP Drop)

ლეგენდარული ჩოგბურთელი შტეფი გრაფი 51 წლის გახდა. იგი დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმში 1969 წელს დაიბადა. შტეფი გრაფი აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ისტორიაში. მას ერთეულებში დიდი სლემის 22 ტურნირი აქვს მოგებული, 7 უიმბლდონი, 6 საფრანგეთის ღია პირველობა, 5 აშშ-ის ღია პირველობა და 4 ავსტრალიის ღია პირველობა.

შტეფი გრაფი 1988 წელს გახდა პირველი და დღემდე ერთადერთი ჩოგბურთელი (ქალი თუ მამაკაცი), რომელმაც ოქროს სლემი შეასრულა – ერთ წელიწადში მოიგო დიდი სლემის ოთხივე ტურნირი და ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში. ის ერთადერთი ჩოგბურთელია, ვისაც დიდი სლემის ყველა ტურნირი მინიმუმ ოთხჯერ აქვს მოგებული.

1987 წლის საფრანგეთის ღია პირველობიდან 1990 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ჩათვლით, გრაფი ზედიზედ დიდი სლემის 13 ტურნირის ფინალში გავიდა და 9-ჯერ გაიმარჯვა. ჯამში მან ერთეულებში დიდი სლემის ტურნირების 31 ფინალში ითამაშა. გრაფმა ასევე, 5-ჯერ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას WTA-ის 107 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. შტეფი გრაფი 377 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქალთა ჩოგბურთში.

მსგავსი