როჯერ ფედერერი მეოთხედფინალში გავიდა და ანდრე აგასის გაუთანაბრდა

09:44, 02.09.2019

შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მეცამეტედ გავიდა ამერიკის ღიას მეოთხედფინალში, რითაც ამერიკელ ანდრე აგასის გაუთანაბრდა. უფრო მეტი მეოთხედფინალი მხოლოდ ამერიკელ ჯიმი კონორსს ჰქონია – 17.

ფედერერმა მერვედფინალში გაანადგურა ბელგიელი დავიდ გოფენი – 6:2, 6:2, 6:0. აღსანიშნავია, რომ ოთხი მოგებული გეიმიდან გოფენს ორი ბრეიკი ჰქონდა, თავად ფედერერმა კი ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის ფანტასტიკური პროცენტი აჩვენა – ათიდან ცხრა. შვეიცარიელმა 35 “ვინერსითა” და 17 უნებლიე შეცდომით დაასრულა შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ორ წრეში ფედერერმა საწყისი სეტი წააგო და შემდეგ აიღო სამ-სამი პარტია. აქამდე ასეთ სიტუაციაში არც ერთ ჩოგბურთელს არ მოუგია აშშ-ის ღია პირველობა.

მეოთხედფინალში ფედერერის მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება, რომელმაც სამ სეტში მოუგო ავსტრალიელ ალექს დე მინორს.

მსგავსი