შტეფი გრაფი - ჩვეულებრივი ადამიანები კარიერას 30 წლის ასაკში იწყებენ, სპორტსმენები ამ დროს უკვე ამთავრებენ გამოსვლას
შტეფი გრაფი - ჩვეულებრივი ადამიანები კარიერას 30 წლის ასაკში იწყებენ, სპორტსმენები ამ დროს უკვე ამთავრებენ გამოსვლას

ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა შტეფი გრაფმა სპორტისადმი თავის დამოკიდებულებაზე ილაპარაკა.

„ჩოგბურთში ყოველდღე უნდა გახვიდე კორტზე და განსაკუთრებით უნდა მოინდომა, რათა საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს მიუახლოვდე. ამის გამო, რთულია ცხოვრებაში ემოციური ბალანსის მონახვა. შეიძლება გეყოს ფიზიკური ძალები, მაგრამ ფსიქიკის მხრივ, ეს დაუჯერებლად რთულია. არ გამოდის მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღე საკუთარი თავისგან მაქსიმალური დატვირთვები მოთხოვნა.

იუნიორებს შორის და, აგრეთვე, კარიერის დასაწყისში ბევრ გამოწვევას აწყდები და ეს ყველაფერი უკვე მომდევნო წლებში დაგეხმარება. რთულია ეს აუხსნა იმ ადამიანებს, რომლებსაც სპორტთან არაფერი აკავშირებთ. ჩვეულებრივ, ადამიანები სრულფასოვან კარიერას 28-30 წლის ასაკში იწყებენ, სპორტსმენები და ჩოგბურთელები კი ამ ასაკში უკვე ამთავრებენ ან იწყებენ კარიერის დასკვნით ნაწილს“, – აცხადებს გრაფი.