მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ATP ანდრე აგასის დოპინგის დამალვაში დაადანაშაულა 

18:56, 20.02.2020

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ჩილელმა მარსელო რიოსმა განაცხადა, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) ამერიკელი ანდრე აგასის მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტს მალავდა.

„ის ოთხჯერ გამოიჭირეს. ATP-მ ხელი დააფარა მას, რადგან ეს იყო აგასი და მის გარეშე ჩოგბურთის აღსასრული დადგებოდა. ეს საზიზღრობაა, – მოჰყავს როლან გაროსის ყოფილი ჩემპიონის სიტყვები Le Tercera-ს.

ავტობიოგრაფიაში, რომელიც 2009 წელს გამოვიდა, აგასიმ აღიარა, რომ დადებითი დოპინგ-ტესტი ჩააბარა მეტამფიტამინზე. ამერიკელმა დაარწმუნა ATP-ის ხელმძღვანელობა იმაში, რომ აკრძალული პრეპარატი მის ორგანიზმში შემთხვევით მოხვდა: „მივწერე ATP-ის წერილი, რომელშიც ვიცრუე, რომ ჩემი დამხმარეს ჭიქიდან დავლიე, მასში კი მეტამფიტამინი იყო გახსნილი და პატიება ვითხოვე. რა თქმა უნდა, მრცხვენოდა, მაგრამ საკუთარ თავს დავპირდი, რომ ბოლოჯერ ვამბობდი ტყუილს“.

ATP-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არ დაესაჯა ცნობილი ჩოგბურთელი.

მსგავსი