ანატოლი ბიბილოვმა პუტინი ცხინვალში დაპატიჟა
ანატოლი ბიბილოვმა პუტინი ცხინვალში დაპატიჟა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ბიბილოვის პრესმდივნის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ცხინვალის რეგიონში გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ შედეგებს. კერძოდ, პუტინმა ხმათა 92,8 პროცენტი მიიღო.

დე ფაქტო ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტი ცხინვალში დაპატიჟა, სადაც რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავის აღნიშვნას გეგმავენ.

რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.