ანანურის კომპლექსის დაზიანებული უბნები ხვალიდან ტურისტებისთვის დაიკეტება
ანანურის კომპლექსის დაზიანებული უბნები ხვალიდან ტურისტებისთვის დაიკეტება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის გადაწყვეტილებით, ანანურის კომპლექსის ყველაზე დაზიანებული უბნები და ადგილები ტურისტებისთვის ხვალიდან დაიკეტება. ამის შესახებ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბექა ბარამიძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისი თქმით, ანანურის სამონასტრო კომპლექსს ნიკოლოზ ანთიძე ხვალ დაათვალიერებს.

ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის რეგულაციების ამოქმედება „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა მოითხოვეს. მათი თქმით, ანანურის სამონასტრო კომპლექსის გალავანი დაზიანებულია და იშლება.