ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც საზოგადოების მხედველობიდან ქრება, საბედისწეროა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მიმართ ყურადღების შემცირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის ომი, რომელიც საზოგადოების მხედველობიდან ქრება, საბედისწეროა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ამიტომ აუცილებელია „მუშაობა, რათა უკრაინის ზამთრის დამცავი ფარი ძლიერი იყოს“.
ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირსა და ნატო-შია, ამიტომ აუცილებელია ამ გზაზე უკრაინის მხარდაჭერა.
ბერბოკი მიიჩნევს, რომ უკრაინა-ნატო-ს საბჭო ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებასთან დააახლოებს.
„ნატო-ს სტანდარტები, ძალების და საშუალებების დაგეგმვა და შეიარაღებული ძალების რეფორმა ამ პროცესში მთავარია. ამ მიზნით გერმანია დამატებით 11.5 მლნ ევროს ჩადებს უკრაინა-ნატო-ს ნდობის ფონდში“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.