ანალენა ბერბოკი - ვლადიმერ პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს სახლში გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა
ანალენა ბერბოკი - ვლადიმერ პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს სახლში გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს სახლში გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა.

ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გავრცელა.

„როგორც ჩანს, მას, უბრალოდ, მცირე შესვენების შემდეგ ომის გაგრძელება სურს. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს თავისუფლებას, ვერც უსაფრთხოებას ხალხისთვის, რომელიც რუსული ოკუპაციის ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა ამოქმედდეს და 7 იანვრის 00:00 საათამდე დარჩეს ძალაში. კრემლის განცხადებაში მოსკოვმა ასევე მოუწოდა უკრაინას, ანალოგიურ პერიოდში ასევე შეწყვიტოს ცეცხლი, თუმცა კიევში პუტინის შეთავაზებას „თვალთმაქცობა და ცინიკური ხაფანგი“ უწოდეს.