ანალენა ბერბოკი - საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ, ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება დაუბრკოლებლად მიაწოდონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თელ ავივში ვიზიტისას განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ, ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება დაუბრკოლებლად მიაწოდონ.
ბერბოკის თქმით, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ახლა ჯოჯოხეთური მდგომარეობაა შექმნილი.
„აშკარაა, რომ მძევლებისა და მათი ოჯახების ცხოვრება, უკვე ხუთი თვეა, ჯოჯოხეთურია. მძევლები საბოლოოდ უნდა გათავისუფლდნენ. ამავდროულად, ჯოჯოხეთურია ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში“, – აღნიშნა ბერბოკმა.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანიამ მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის დაფინანსება დამატებით 10 მილიონი ევროთი გაზარდა.