ანალენა ბერბოკი - ღაზა და დასავლეთ ნაპირი პალესტინელებს უნდა ეკუთვნოდეს
ანალენა ბერბოკი - ღაზა და დასავლეთ ნაპირი პალესტინელებს უნდა ეკუთვნოდეს

ღაზა და დასავლეთ ნაპირი პალესტინელებს უნდა ეკუთვნოდეს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ეგვიპტეში ვიზიტის დროს განაცხადა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პალესტინელები ამ ტერიტორიებიდან არ უნდა იყვნენ გაძევებული, ომის დასრულების შემდეგ კი ღაზის სექტორში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს.

„ისრაელის არმიამ მეტი უნდა გააკეთოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამდენი უდანაშაულო პალესტინელის ტანჯვა არ შეიძლება, გაგრძელდეს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.