ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ გერმანია მზადაა, გადაიხადოს მაღალი ეკონომიკური ფასი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დაადასტურა ოფიციალური ბერლინის მზადყოფნა, „გადაიხადოს მაღალი ეკონომიკური ფასი“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში. ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა კიევში, უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბერბოკის განცხადებით, გერმანიამ და მისმა პარტნიორებმა მოამზადეს „არაერთი მკაცრი ზომა“ მოსკოვის წინააღმდეგ, თუ კრემლი უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციას მოახდენს.
გერმანელი მინისტრის თქმით, უკრაინის ირგვლივ წარმოქმნილი კრიზისული სიტუაციის დეესკალაციაზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გერმანიამ, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ ერთობლივი წერილობითი პასუხი გაუგზავნა კრემლს, მათ მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებზე და ახლა „ბურთი მოსკოვის მხარესაა.