ამსტერდამში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
ამსტერდამში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ამსტერდამში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების საწინააღმდეგო აქცია პოლიციამ დაშალა.

ამსტერდამის ცენტრში დაახლოებით 500 ადამიანი იყო შეკრებილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს არ ეკეთათ ნიღბები და არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას.

მედიის ცნობითვე, აქციის მონაწილეთა წინააღდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქცია მუზეუმების მოედანზე გაიმართა. დემონსტრანტები აქციაზე – „სიყვარული, თავისუფლება და არა დიქტატურა“ – ამ შინაარსის ბანერებით იყვნენ მისულები.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მთავრობას დემონსტრანციის ჩატარების ნებართვა გაცემული არ ჰქონდა.

პოლიციამ აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართლდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.