Amnesty International შრომით უფლებებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრების საჭიროებაზე მიუთითებს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ, ქვეყანაში შრომით უფლებებსაც ეხება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლის განსაკუთრებით დიდი ნაწილი კი, მაღაროებსა და მშენებლობებზე დასაქმებულ მუშებზე მოდიოდა.
“რეგულაციების გამკაცრებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მათი ეფექტური მონიტორინგის საჭიროება კვლავინდებურად დგას“, – ნათქვამია ანგარიშში.