„ამირანში“ „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ ჩვენება იმართება
კინოთეატრ „ამირანში“ „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ ჩვენება იმართება.
ფილმის პრემიერას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრები ესწრებიან.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზე მხატვრული ფილმი რეჟისორმა დიტო ცინცაძემ გადაიღო. ფილმის პროდიუსერი ედმონდ მინაშვილია.