ამირან გიგუაშვილი - ცოტნე გამსახურდიას მკურნალობა ქვეყნის ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა, ხარჯებს „ქართუ“ ფარავს
გამსახურდიების ოჯახის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებზე და გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, მისი მკურნალობა საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, განმარტებას აკეთებს.
ადვოკატის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ფონდი „ქართუ“ ფარავს.
„მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ განცხადებებსა და ინფორმაციებს ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ბიუჯეტიდან ხდება დაფინანსება და ა.შ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი თეთრი, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობაზე არ დახარჯულა საქართველოს ბიუჯეტიდან. მისი მკურნალობის ხარჯები, როგორც თურქეთში, ისე გერმანიაში სრულად ანაზღაურებულია ფონდი „ქართუს“ მხრიდან”, – განაცხადა გიგუაშვილმა.
ცოტნე გამსახურდია თბილისში 19 დეკემბერს დაჭრეს.