ამირან გამყრელიძე - სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80-90 ათას აცრაზე, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში
ამირან გამყრელიძე - სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80-90 ათას აცრაზე, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში

აგვისტოში სერიოზულად გაზრდილია აცრების რაოდენობა, ივლისთან შედარებით სამჯერ. დღიური მაჩვენებელი დღეს გვაქვს 22 000, ოდნავ მეტი აგვისტოში და ბოლო ერთ კვირაში გვაქვს 24 000-ზე მეტი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე წინა თვეებში იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემას დღიურად 40 ათასი ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა აქვს.

„რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცული. აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ საერთო აცრათა რაოდენობა გვექნება 60 0000-65 0000. სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80 0000-90 0000 და, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება მილიონი აცრა, ოქტომბერშიც დაახლოებით ამდენი, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში და დავასტაბილიზებთ ისე რომ, შემდგომ თანდათან გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, მხედველობაში მაქვს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. ეს გარკვეულად იქნება იმის წინაპირობა, რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.