ამირან გამყრელიძე - სახლებში ორ-სამ ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები, მივყვეთ რეკომენდაციებს და მაშინ, დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საგანაგებო მდგომარეობის გამოცხადება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემის პრევენციას შეუწყობს ხელს.
„სწრაფი ეპიდაფეთქება ჯერჯერობით არ ფიქსირდება ქვეყანაში, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საგანაგებო მდგომარეობა, რაც სახელმწიფომ გუშინ გამოაცხადა, ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიანი ეპიდემის პრევენციას. ამისთვის ყველა ერთად უნდა დავგეთ – სახელმწიფო, კერძო სექტორი, საზოგადოება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირებაა.
„დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით და ახლა ყველაზე მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირებაა. ყველამ დავიცვათ ეს მთავარი რეკომენდაცია, რადგან სოციალურ დისტანცირებაზე კარგი იარაღი და ღონისძიება ეპიდემიის შეჩერებისა და მისი ნელი განვითარების, არ არსებობს. თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, იგივე სახლებში ორ-სამ ადამიანზე ბევრი არ დავპატიჟოთ. თავი ავარიდოთ და არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები. მოგეხსენებათ, ახლა ეს კანონითაც აკრძალულია და მივყვეთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული