ამირან გამყრელიძე - საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მივიღეთ, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას
დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
გამყრელიძის თქმით, ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საჩუქრის სახით გადაცემული ინვენტარი ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას.
„დიდი მადლობა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს იმ დახმარებისთვის, რასაც ისინი ჩვენს ქვეყანას უწევენ, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში. დღევანდელი გადმოცემის აქტიც არის ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი პარტნიორების დახმარების. საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საშუალებით მივიღეთ, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას და ეგრეთ წოდებული მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერას. საინფორმაციო აიტი ხელსაწყოები და აქსესუარები, ცივი ჯაჭვისთვის აუცილებელი სამაცივრე დანადგარები, გადასატანი ცივი ყუთები, ტემპერატურის მონიტორინგისთვის საჭირო თერმომეტრები და კიდევ ბევრი სხვა ინვენტარია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და კიდევ მივიღებთ ჩვენი პრტნიორებისგან“, – განაცხდა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს დამატებითი ინვენტარი გადასცეს, რათა მასობრივი ვაქცინაცია ტექნიკურად გამართულ გარემოში მიმდინარეობდეს.