თამარ გაბუნია - ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადმოგვცეს დამატებითი ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაცია ტექნიკურად გამართულ გარემოში მიმდინარეობდეს
თამარ გაბუნია - ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადმოგვცეს დამატებითი ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაცია ტექნიკურად გამართულ გარემოში მიმდინარეობდეს

ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლებმაც დღეს გადმოგვცეს დამატებით ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობდეს ტექნიკურად გამართულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინვენტარის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება.

„ეს ნივთები არის ნოუთბუქები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის, 70-ზე მეტი ნოუთბუქია, ასევე ვაქცინების გადასატანი 200 ცივი ყუთი, ყინულის სამედიცინო მაცივრები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას და იქნება გამოყენების შესაძლებლობა. ასევე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომობილი.

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ცენტრალურ ოფისს, რომლებიც ტექნიკურ დახმარებას გვიწევენ და გვეხმარებიან როგორც ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის, ისე განხორციელების პროცესში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი