საქართველოს მასშტაბით, საუნივერსიტეტო სივრცეებში ამცრელი ცენტრები გაიხსნება
ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში თანდათან ინტენსიფიცირდება, დღეისთვის გვქონდა 26 000-მდე. ზოგადად, აგვისტოს საშუალო გვაქვს 20-დან 21 ათასამდე. ჩემი უმორჩილესი თხოვნაა საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ გარდა წინასწარი ბუკინგისა აქტიურად მივმართოთ ყველა ამცრელ სამედიცინო დაწესებულებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გაიხსნა ამცრელი ცენტრი მცხეთაში.
„ხვალ იწყებს სერიოზული ამცრელი ცენტრი მუშაობას ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსში, რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული. ასეთივე ამცრელი ცენტრები მომავალი კვირის განმავლობაში გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეებში, ასეთი იქნება თბილისში დიდ უნივერსიტეტთან, ასეთი იქნება ქუთაისში წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან. ისევე როგორც ყველა ამცრელ სივრცეში, დღეს არის ვირტუალური კაბინეტები, სადაც ჩაწერის გარეშე ადამიანები შეიძლება მივიდნენ და აიცრან. აცრებზე გადის ერთ-ერთი მთავარი გზა პანდემიის დასრულების, მეორე გახლავთ პირბადე და პირბადის მანდატორული ტარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.