ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკება, როგორც კოვაქს პლატფორმასთან, ისე ევროკავშირის სტრუქტურებთან, რომ პირველ ეტაპზე სამედიცინო მუშაკებისთვის ვაქცინა მივიღოთ
ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკება, როგორც კოვაქს პლატფორმასთან, ისე ევროკავშირის სტრუქტურებთან, რომ პირველ ეტაპზე სამედიცინო მუშაკებისთვის ვაქცინა მივიღოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკება, როგორც კოვაქს პლატფორმასთან, ისე ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რომ ქვეყანამ პირველ ეტაპზე სამედიცინო დარგის მუშაკებისთვის მიიღოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

„მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკება, როგორც კოვაქს პლატფორმასთან, ისე ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რომ ქვეყანამ პირველ ეტაპზე ჩემი კოლეგებისთვის, სამედიცინო დარგის მუშაკებისთვის, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ფენაა, მიიღოს ვაქცინების გარკვეული დოზები. წერილი, ჩვენი დასტური გაგზავნილია, ჩვენი მზადყოფნა დადასტურებულია, შესაბამისი გეგმა უკვე არსებობს და ეს გეგმა, იმედი მაქვს, ამ კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.