ამირან გამყრელიძე - გრიპის ლაბორატორიული შემთხვევა საქართველოში მიმდინარე სეზონზე ჯერ არ გამოვლენილა
გრიპის ლაბორატორიული შემთხვევა საქართველოში მიმდინარე სეზონზე ჯერ არ გამოვლენილა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ გრიპის მსგავსი ვირუსები ტრიალებს.
„ყველანაირად მზადყოფნის რეჟიმში ვართ. იცით, რომ არსებობს ე.წ ზედამხედველობის ქსელი ქვეყანაში, გრიპოზულ ინფექციებზე. ჩვენ ვაკონტროლებთ, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებენ და ამის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება მოსახლეობას ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.