ამირან გამყრელიძე - ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და ბევრი ბავშვი გაჩნდეს, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან
ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და ბევრი ბავშვი გაჩნდეს, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან,- ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი შეკრებები აჭარაში პრობლემატურია.
„ამ წუთის მონაცემებით, რვა შემთხვევა გვაქვს დადასტურებული გურიის რეგიონში. ძირითადად ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც ბათუმში ჩატარებულ დიდ ქორწილთან არის დაკავშირებული. ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და ბევრი ბავშვი გაჩნდეს, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან. რა თქმა უნდა, ქორწილის შესაბამისი აღნიშვნა უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება 300 და 400 კაციანი იყოს, რომელიც ძალიან მომატებული რისკია“,- განაცხადა გამყრელიძემ.