ამირან გამყრელიძე - დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანა აუცილებლად მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას
დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანა აუცილებლად მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დაზუსტდება ვაქცინის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი და რეისი.
„თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ინდოეთის ინსტიტუტთან, რომელიც აწარმოებს „ნოვავაქსის“ ვაქცინას. გვპირდებიან, რომ მალე მათგან კონტრაქტი უნდა მივიღოთ, დღესაც იყო მათთან საუბარი. რაც შეეხება სიახლეებს ვაქცინასთან დაკავშირებით, წერილობითი თუ დისტანციური შეხვედრების საფუძველზე დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანა აუცილებლად მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. ორივე უნდა შემოვიდეს „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით. უკვე უახლოეს ხანში დაზუსტდება დღე და რეისი, რომლითაც გამოიგზავნება ვაქცინა. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია გაერო-ს ბავშვთა ფონდთან, რადგან მათი საშუალებით ხდება ვაქცინების მოწოდება. მათთან მოხდა შესაბამისი თანხის ტრანზაქციები ამ ორი ვაქცინის შესყიდვისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.