ამირან გამყრელიძე - ამ კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას უნდა დავაკვირდეთ, რის შემდეგაც შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს
ამირან გამყრელიძე - ამ კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას უნდა დავაკვირდეთ, რის შემდეგაც შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, იგივე 24-ის თუ 25-ის შემდეგ შემზღუდველი ღონისძიებების შემსუბუქების პოლიტიკასთან მიმართებით. კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა,  საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გაზრდილია.

„პირდაპირ გეუბნებით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა არიან კრიტიკულ მდგომარეობაში. 400-მდე პირია ხელოვნურ ვენტილაციაზე, რომლებიც არიოან კრიტიკულად მძიმე. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც სტატისტიკიდან ხედავთ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი იყო.

სიკვდილიანობა, როგორც წესი, დაახლოებით ორი-სამი კვირით ინაცვლებს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ანუ ორი-სამი კვრის შემდეგ ვლინდება ხოლმე სიკვდილიანობის ზრდა. დღევანდლეი მაჩვენებელი-  გარდაცვალების 49 შემთხვევა საკმაოდ მაღალია, 29 არის ჩვენთვის აბსოლუტურ რაოდენობაში ის მაჩვენებელი, როცა შემზღუდველი ღონისძიებები აუცილებელია ქვეყანაში, რაც დღეს ტარდება. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, იგივე 24-ის თუ 25-ის შემდეგ შემზღუდველი ღონისძიებების შემსუბუქების პოლიტიკასთან მიმართებით. კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის დაბალანსებულ გადაწყვეტილებას. ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის არის უფრო მკაცრი.

კიდვ ერთხელ ვამბობ, ეს საკითხი დღეს იყო განხილვის საგანი, შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ამ კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარებას და გადაწყვეტილებები მიღებული იქნას კვირის ბოლოს, თუ რა ზომით ან რა მაშტაბით უნდა იქნას ან არა, შემსუბუქება. მე ამ შემთხვევაში და  დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ თავლსაზრისით უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს მეტად ბალანსირებულ გაადწყვეტილებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.