ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს
ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ისრაელის „ჰამასთან“, „ჰეზბოლასა“ და ირანთან დაძაბულობის ფონზე ფრენები ბრიტანულმა ავიახაზებმა – ორ აგვისტომდე, ხოლო ამერიკულმა 6 აგვისტომდე გააუქმა.

ფრენების გაუქმების გამო ათი ათასამდე ისრაელელი ვერ ახერხებს ქვეყანაში დაბრუნებას.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გასულ ღამეს, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე მოკლეს. როგორც „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, „ისმაილ ჰანიეს ლაჩრული მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება“.

ამასთან, ისრაელის ბეირუთზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი.