მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის -„სტრაიკერის“ კონვოიმ სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაიარა და გორის ცენტრში შევიდა, სადაც მოქალაქეებს სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალებაც ჰქონდათ. „სტრაიკერები“ უშუალოდ წვრთნებში ჩაერთვება.
ამასთან უკვე საქართველოშია სწავლებაში მონაწილე გერმანული ტექნიკა და პირადი შემადგენლობა.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.